14:12 | 26.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

სამპაოლი „ფლამენგოს“ ტოვებს

„ფლამენგოს“ ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხორხე სამპაოლის გათავისუფლება გადაწყვიტა - წერს Globo.

არგენტინელს პოსტი ჯერ არ დაუტოვებია კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით მხარეებს შორის უთანხმოების გამო. აპრილში, ხელშეკრულების გაფორმებისას, მისი გათავისუფლების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობა 2,5 მილიონი ევრო გახლდათ, თუმცა 2024 წლამდე მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვის გამო თანდათან შემცირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, „ფლამენგოს“ სამპაოლის ნაცვლად ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ტიტეს დანიშვნა სურს.

სამპაოლიმ რამდენიმე შფოთიანი თვე გაატარა „ფლამენგოში.“ ივლისში მისმა ასისტენტმა, პაბლო ფერნანდესმა, მოთამაშე პედროს დაარტყა და გაათავისუფლეს. ორი კვირის შემდეგ ჟერსონმა ვარჯიშის დროს თანაგუნდელ გილერმო ვარელას ცხვირი გაუტეხა.

24 მატჩში 40 ქულით გუნდი ბრაზილიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.

0.123742