„მანჩესტერ სიტის“ მარცხის შემდეგ, „ლივერპულს“ შანსი მიეცა პრემიერლიგის ცხრილის სათავეში დამდგარიყო, მაგრამ არ გამოუვიდა. „ტოტენჰემთან“ სტუმრად 1:2 წააგო და მეორედან მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა.
ეს ნამდვილად არ იყო იურგენ კლოპის გუნდის დღე. ერთი რომ, ორი ფეხბურთელი გაუძევეს (კურტის ჯონსი და დიოგო ჟოტა), ბოლოსკენ კი, საყაიმო ანგარიშისას (1:1), 96-ე წუთზე ჟოელ მატიპმა საკუთარ კარში გაიტანა.