ფეხბურთი

11:04 | 27.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ 18 გამარჯვება: "ფენერბაჰჩემ" მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი მოიგო

სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ სეზონის სტარი იდეალური აქვს - თურქულმა კლუბმა ზედიზედ მე-18 მატჩი მოიგო.

კონფერენს ლიგის მესამე ტურში „ფენერმა“ შინ „ლუდოგორეცი“ 3:1 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში ისმაილ კარტალის გუნდმა 18 თამაში ჩაატარა და ყველა მოიგო! მართლაც, საოცარი შედეგია.

„ფენერბაჰჩემ“ 9 ტურში 9 გამარჯვება მოიპოვა თურქეთის ჩემპიონატში, ხოლო კონფერენს ლიგაზე 9-დან 9-ჯერ იმარჯვა (3 მოგება ჯგუფში, 6 საკვალიფიკაციო ეტაპზე). სტამბოლელთა სერია 26 ივლისიდან იწყება, როდესაც სეზონში პირველი მატჩი ჩაატარეს.

თეგებიფენერბაჰჩე
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.100082