საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი, ჯუნეტ ჩაქირი ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე მსაჯთა დამკვირვებლის მოვალეობას შეასრულებს.
უეფას გადაწყვეტილებით, ჩაქირი პორტუგალიაში, „სპორტინგისა“ და პოლონური „რაკუვის“ მატჩზე იმუშავებს.
შეხვედრა 9 ნოემბერს, ლისაბონში გაიმართება და თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
gff.ge