საქართველოს 18-წლამდე ასაკობრივი ნაკრები 5 დეკემბერს, სფფ-ის ტექნიკური ცენტრის "ბასას" კომპლექსში შეიკრიბება და მიმდინარე წელს, მეორე საწვრთნელ შეკრებას გაივლის.
ახალი ფორმაციის 18-წლამდელთა გუნდს, ლაშა ფირცხალაიშვილი წვრთნის, რომელიც ასაკობრივ ჯგუფს, სანაკრებო დონეზე მეორედ ხელმძღვანელობს.
აღნიშნული ფორმაციის ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 2024 წლის შემოდგომაზე ითამაშებს.
U18 | შემადგენლობა
მეკარეები: მათე საური (დინამო თბილისი), როლანდ ჯობავა (ლოკომოტივი მოსკოვი), ლუკა ხელაშვილი (ლოკომოტივი თბილისი).
მცველები: გიორგი მეფარიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა შაშიაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ნიკოლაიშვილი (საბურთალო), თენგიზ მამფორია (საბურთალო), დავით ქელდიშვილი (დინამო თბილისი), ამირან ტყეშელაშვილი (ტორპედო ქუთაისი).
ნახევარმცველები: თემურ დალაქიშვილი (ვიტ ჯორჯია თბილისი), რატი გრიგალავა (დინამო თბილისი), ლუკა ბუბუტეიშვილი (დინამო თბილისი), დავით ინაიშვილი (საბურთალო), ლუკა მეტრეველი (ლოკომოტივი თბილისი), ბექა ბურდიაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ჭანტურია (საბურთალო), ბესო ოსიაშვილი (35-ე სკოლა).
თავდამსხმელები: ავთანდილ მაშავა (დინამო თბილისი), გიორგი ჩაჩუა (საბურთალო), ილია დგებუაძე (ალკორკონი), აკაკი ღვინერია (ტამეკა), ალექსანდრე თურქია (ლოკომოტივი თბილისი), საბა ვაშაყმაძე (სერვეტი).
NAKREBI.GE