ფეხბურთი

17:58 | 29.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის სუპერთასის კალენდარი ცნობილია, კვარაცხელიას კიდევ ერთი ტიტულის შანსი აქვს

იტალიის სუპერთასის კალენდარი ცნობილია, რომელიც ისტორიაში პირველად განსხვავებული ფორმატით ჩატარდება.

თუ აქამდე ერთმანეთს ჩემპიონი და თასის გამარჯვებული ხვდებოდნენ, ამჯერად ტურნირში ოთხი გუნდი ითამაშებს და საუდის არაბეთი იქნება მასპინძელი.

18 იანვარს ნახევარფინალში ჩემპიონი „ნაპოლი“ თასის ფინალისტ „ფიორენტინას“ შეხვდება, ხოლო 19 იანვარს მეორე ნახევარფინალში თასის გამარჯვებული „ინტერი“ მეორეადგილოსან „ლაციოს“ გაეჯიბრება. ამ წყვილებში გამარჯვებულები ფინალში 22 იანვარს ითამაშებენ და სუპერთასის გამარჯვებულს გამოავლენენ.

იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მატჩი ფრედ დასრულდება, დამატებითი დრო არ დაინიშნება, გუნდები პირდაპირ პენალტების სერიაში გაარკვევენ საუკეთესოს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.16278