ფეხბურთი

2:02 | 22.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში "იუვენტუსი" გალიდერდა (+VIDEO)

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 21-ე ტურში სტუმრად „ლეჩე“ 3:0 დაამარცხა და გალიდერდა.

მართალია, „ინტერს“ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაგრამ ამჟამინდელი მოცემულობა ასეთია - „იუვე“ ლიდერია.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი ბოლო დროს კარგ ფორმაშია და კვლავ დამაჯერებლად მოიგო. „ლეჩესთან“ ტურინელებმა სამივე გოლი შესვენების მერე გაიტანეს. დუბლი შეასრულა დუშან ვლაჰოვიჩმა, სხვათა შორის, ზედიზედ მეორედ, ხოლო წერტილი გლეისონ ბრემერმა დასვა.

„იუვენტუსს“ 52 ქულა აქვს და ქულით უსწრებს „ინტერს“, რომელსაც ამ ტურში არ უთამაშია, რადგან იტალიის სუპერთასზე გამოდის. მილანელებს ეს გამოტოვებული მატჩი თებერვლის მიწურულს „ატალანტასთან“ ელოდებათ. სანამ ეს თამაში შედგება, მანამდე, 4 თებერვალს, „სან სიროზე“ დიდი ჯახია - „ინტერი“ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ.

„ლეჩე“ – „იუვენტუსი“ 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 ვლაჰოვიჩი (59), 0:2 ვლაჰოვიჩი (68), 0:3 ბრემერი (85)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093137