ფეხბურთი

16:24 | 30.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი: "ნაპოლი" 4 მილიონს სთავაზობს, ჯუღელი 7 მილიონს ითხოვს

„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის გაზრდა 1.2 მილიონი ევროდან 3-4 მილიონამდე შესთავაზა, მაგრამ მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ არაა მოღწეული.

იტალიელი ჟურნალისტი მარკო ჯორდანო იტყობინება, რომ ქართველი ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი წელიწადში 7 მილიონ ევროს ითხოვს კვარაცხელიასთვის ხელფასის სახით.

ამიტომაც, ჯერჯერობით, მხარეებს შორის შეთანხმება არ შემდგარა. მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ისინი მოლაპარაკებებს გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092296