ფეხბურთი

11:29 | 10.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ ჩაბი ალონსოს დაუკავშირდა

„ლივერპული“ უკვე დაუკავშირდა ლევერკუზენის „ბაიერის“ მთავარ მწვრთნელს, ჩაბი ალონსოს, მერსისაიდურ კლუბში მსგავს პოზიციაზე მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით - წერს Footmercato.

წყაროს ცნობით, მხარეებმა პირველადი კონსულტაციები გამართეს. მზად არის თუ არა 42 წლის ესპანელი ყოფილ გუნდში წასასვლელად, არ აღინიშნება.

შეგახსენებთ, რომ ალონსო იურგენ კლოპის შემცვლელის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება.

„ბაიერი“ ამჟამად ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში ლიდერობს. ალონსოს გუნდმა 20 მატჩის შემდეგ 52 ქულა მოაგროვა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092831