ფეხბურთი

13:40 | 13.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვისამ ბენ იედერს 2-წლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ფრანგი ფეხბურთელი ვისამ ბენ იედერი საფრანგეთის სასამართლომ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და 2-წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა RMC sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 34 წლის ფრანგ ფეხბურთელს პირობით სასჯელთან ერთად დაზარალებულისთვის 6500, ხოლო ჯარიმის სახით 5000 ევროს გადახდა მოუწევს.

ბენ იედერი გასულ სეზონში „მონაკოს“ ფეხბურთელი იყო, ახლა კი თავისუფალი აგენტია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091881