ფეხბურთი

19:45 | 19.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

პატრიკ ვიეირა სერია A-ში იმუშავებს

პატრიკ ვიეირა „ჯენოას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ფრანგმა სპეციალისტმა ალბერტო ჯილარდინო შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

„ჯენოა“ 12 ტურის შემდეგ 10 ქულით სერია A-ში მხოლოდ მე-17 ადგილზეა, რის გამოც ჯილარდინოს გაშვების გადაწყვეტილება მიიღეს და ის ვიეირამ შეცვალა.

ფრანგ სპეციალისტს „ნიუ იორკ სიტიში“, „ნიცაში“, „კრისტალ პალასსა“ და „სტრასბურში“ უმუშავია, ხოლო იტალიაში „მილანის“, „იუვენტუსის“ და „ინტერის“ რიგებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.166833