ფეხბურთი

2:14 | 16.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ხუთ ტურში 5 ქულა: "ბარსელონა" "ლეგანესთანაც" დამარცხდა (+VIDEO)

„ბარსელონა“ კრიზისშია, ლა ლიგის ბოლო ხუთ ტურში მხოლოდ 5 ქულა მოიპოვა, ამჯერად კი, მე-17 ტურში აუტსაიდერ „ლეგანესთან“ საკუთარ მოედანზე დამარცხდა.

„ლეგანესმა“ „ბარსას“ გოლი მეოთხე წუთზე გაუტანა, თავი სერხიო გონსალესმა გამოიჩინა და შემდეგ უპირატესობა შეინარჩუნეს. ჰანსი ფლიკის გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში უშედეგოდ უტევდა და 0:1 წააგო.

„ბარსელონას“ 38 ქულა აქვს და მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ერთად იყოფს ლიდერობას, რომელსაც მომდევნო ტურში, 21 დეკემბერს შეხვდება. იქვეა „რეალიც“ 37 ქულით. აღსანიშნავია, რომ „რეალს“ და „ატლეტიკოს“ „ბარსელონასთან“ შედარებით თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.099894