ფეხბურთი

23:59 | 16.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

Rai: კვარაცხელია "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გუნდში დარჩება

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მაგრამ კლუბს სეზონის ბოლოს მაინც დატოვებს - ამის შესახებ Rai-ს ჟურნალისტი ჩირო ვენერატო იტყობინება.

როგორც მან თქვა, მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხვიჩა მომდევნო სეზონშიც „ნაპოლიშიც“ ითამაშებს.

პირიქით - ვენერატოს ინფორმაციით, როგორც ოსიმენის შემთხვევაში მოხდა, კონტრაქტის განახლების შემდეგ ქართველი კლუბს დატოვებს. მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092539