კალათბურთი

9:43 | 13.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ორლანდომ" საკუთარ მოედანზე "ფილადელფიას" აჯობა, გოგა ბითაძემ 4 ქულა ჩააგდო

NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა" საკუთარ მოედანზე "ფილადელფია" მიიღო და მეტოქე 104:99 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 12 წუთი დაყო, ქართველმა მატჩის პირველ ნახევარში ტრავმა მიიღო, რის გამოც მეორე ტაიმში აღარ უთამაშია, რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება ჯერ ჯერობით უცნობია. ბითაძის მონაგარი 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარებაა.

"ორლანდო" მეჯიქი 23 მოგებითა და 18 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს.შემდეგ შეხვედრას ბითაძის გუნდი 16 იანვარს სტუმრად, "მილუოკის" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098144