სხვა

11:55 | 13.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიგა ჭიკაძე ბრუნდება, მისი მეტოქის ვინაობა ცნობილია

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე საქმეში ბრუნდება და 5 აპრილს იბრძოლებს.

როგორც ცნობილი ხდება მისი მეტოქე უგანდელი დავიდ ონამა იქნება. თავდაპირველად ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელ X-ზე MagicM_MMABets- მა გაავრცელა, მოგვიანებით კი, გიგას მომდევნო ოპონენტმა ეს ყველაფერი მის სოციალური ქსელში დაადასტურა.

გიგა ჭიკაძემ ბოლო ბრძოლა გასული წლის ივლისში ინგლისელ არნოლდ ალენთან გამართად და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. ქართველმა აღნიშნულ ბრძოლის პირველ რაუნდში მხრის მყესი გაიწყვიტა და ბრძოლის დასრულება ტრავმით მოუწია.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძის MMA-ს რეკორდი 15-4 ზეა, ხოლო მისი მომდევნო მოწინააღმდეგის, დავიდ ონამას სტატისტიკა 13-2-ზეა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.168383