გერმანიის ბუნდესლიგის მე-18 ტურის მატჩში, მიუნხენის „ბაიერნი“„ვოლფსბურგს“ დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.
მე-20 წუთზე „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ლეონ გორეცკამ გახსნა ანგარიში. „ვოლფსბურგის“ თავდამსხმელმა მოჰამედ ამურამ ოთხი წუთის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა. 39-ზე მიუნხენელების უპირატესობა ნახევარმცველმა მაიკლ ოლისემ გაზარდა. 62-ე წუთზე კი გორეცკამ დუბლი შეასრულა.
88-ზე სტუმრების ამურამაც გაიტანა და ასევე დუბლი მიითვალა, თუმცა ეს ორგოლა ვოლფსბურგელებს არაფერში გამოადგათ.
ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში „ბაიერნი“ ლიდერობს, რომელსაც 18 მატჩის შემდეგ 45 ქულა აქვს. „ვოლფსბურგი“ მსგავსი რაოდენობის თამაშის შემდეგ 27 ქულით მეშვიდე ადგილზეა.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-18 ტური. 18 იანვარი: შტუტგარტი - ფრაიბურგი 4:0, ბაიერნი - ვოლფსბურგი 3:2, ჰაიდენჰაიმი - ზანქტ პაული 0:2, ბოხუმი - ლაიფციგი 3:3, ჰოლშტაინი - ჰოფენჰაიმი 1:3, ლევერკუზენი - გლადბახი მოგვიანებით გაიმართება