UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა ალექსანდრე თოფურიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მასზე უკეთესი მებრძოლია. მერაბის თქმით ის ავსტრალიაში გამგზავრებას აპირებს, რათა ალექსანდრეს UFC-ის სადებიუტო ორთაბრძოლაში მხარი დაუჭიროს.
"ავსტრალიაში წასვლას ვაპირებ, რადგან მხარი დავუჭირო ილია თოფურიას ძმას, ალექსანდრეს. ის ჩვენი გაუმჯობესებული ვერსიაა. არ ვიტყვი, რომ ალექსანდრე ილიას სჯობს, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ის ჩემზე უკეთესი მებრძოლია." - თქვა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურია UFC-ში სადებიუტო ორთაბრძოლას ავსტრალიაში ჩაატარებს, სადაც მისი მეტოქე კოდი ჰადონი იქნება. ბრძოლა 9 თებერვალს გაიმართება.