ავსტრალიის ღია პირველობა ქალთა თანრიგში ამერიკელმა მედისონ კისმა მოიგო. WTA-ს მე-14 ნომერმა ფინალში რეიტინგის ლიდერი არინა საბალენკა მოულოდნელად დაამარცხა.
პირველი სეტი კისმა 3 ბრეიკის ხარჯზე მოიგო და დაწინაურება მოახერხა (6:3), თუმცა მეორე სეტში საბალენკა უშეცდომო იყო თავის ჩაწოდებაზე, მეტოქის ჩაწოდება ორჯერ მოიგო და სეტიც ადვილად მიიყვანა გამარჯვებამდე (6:2).
თითქოს, არინამ თამაშში გარდატეხა შეიტანა, მაგრამ მესამე სეტი, რომელიც ყველაზე დაძაბული გამოდგა ისევ ამერიკელმა მოიგო - 7:5. გადამწყვეტი გამოდგა 6:5-ზე მეტოქის ჩაწოდებაზე მოგებული გეიმი, რამაც კისს ავსტრალიის ღია პირველობაც მოაგებინა.
29 წლის მედისონ კისმა კარიერაში პირველად მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა და საერთოდაც, დიდი სლემის ტურნირი.