სხვა

16:50 | 26.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს 8 საუკეთესო გუნდში მოხვდა

ბულგარეთის მსოფლიო თასზე, საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები პლანეტის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. გუნდური ასპარეზობები T32-დან დაიწყო სადაც საქართველომ საუდის არაბეთი 45:38 დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე კი ირანის გუნდს 45:36 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.

ნახევარფინალში გადასასვლელი ბრძოლა ქართველმა მოფარიკავეებმა საფრანგეთთან დათმეს. თუმცა, მათი გამოსვლა მაინც გამარჯვებით დასრულდა. ჩვენმა ნაკრებმა მე-7, მე-8 ადგილებისთვის ბრძოლაში ჰონგ კონგი 45:34 დაამარცხა და მე-7 ადგილი დაიკავა. ეს პოზიცია მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან კარგი შედეგია.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით წარსდგა: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, ალექსანდრე თავართქილაძე.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.099006