„ბარსელონას“ და „ვალენსიას“ მატჩის დასრულების შემდეგ გიორგი მამარდაშვილსა და ფერან ტორესს შორის დიალოგი შედგა, რომლის შინაარსი ტელეკომპანია DAZN-ის კამერების საშუალებით გაშიფრეს.
ესპანელმა შემტევმა მამარდაშვილს მიულოცა ძალიან კარგი სეივი, რასაც მამარდაშვილმა ხუმრობით უპასუხა: „რაღაც ხომ უნდა ამეღო?“
შემდეგ გიორგიმ ფერანს „ბარსელონას“ შესახებ დაუსვა შეკითხვა და ტორესმა უპასუხა: „გუნდი უმჯობესდება, მაგრამ ისეთი ქულები დავკარგეთ, რომლებიც არ უნდა დაგვეკარგა“.
ბოლოს ფერანმა გიორგის ჰკითხა: „რატომ არ წახვედი წელსვე „ლივერპულში“? მამარდაშვილის პასუხი მოკლე და ლაკონური იყო: „ალისონი“.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ „ბარსელონას“ წინააღმდეგ დიდი ანგარიშით, 1:7 დამარცხდა.