სხვა

9:40 | 29.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალექს პერეირა:"ამ ჯილდოს ილია თოფურიასთან სიამოვნებით გავიზიარებ"

UFC-ის ქვემძიმე წონის ბრაზილიელმა ჩემპიონმა ილია თოფურიასთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა. ბრაზილიელის თქმით 2024 წლის საუკეთესო მებრძოლის ჯილდოს დიდი სიამოვნებით გაიზიარებდა ქართველ "მატადორთან".

"2024 წლის საუკეთესო მებრძოლის ჯილდოს ილია თოფურიასთან ერთად დიდი სიამოვნებით გავიზიარებ, რადგან მან გასულ წელს გულშემატკივარს დასამახსოვრებელი შოუ აჩუქა, ამიტომ საუკეთესოს წოდებას ისიც იმსახურებს.ჩვენ 2024 წლის საუკეთესო მებრძოლები ვართ." - განაცხადა პერეირამ.

UFC-იმ ალექს პერეირა გასული წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა. ის 2024 წელს ჯამალ ჰილს, ირჟი პროჰასკას და ხალილ რაუნთრის ეჩხუბა და სამივე ორთაბრძოლაში ვადაზე ადრე იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ის ჩემპიონი 2024 წლის 18 თებერვალს გახდა, მან ალექსანდრე ვოლკანოვსკი დაანოკაუტა და ქამარს დაეუფლა, შემდეგ კი, იყო მაქს ჰოლოვეი, რომელსაც 26 ოქტომბერს კარიერაში პირველად გათიშა და ქამარი წარმატებით დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.159799