ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „კრისტალ პალასს“ უმასპინძლა და მორიგი მარცხი განიცადა. სტუმრებმა შეხვედრა 0:2 მოიგეს.
შეხვედრის 82-ე წუთზე მოედნის დატოვება ლისანდრო მარტინეს საკაცის დახმარებით მოუწია და როგორც რუბენ ამორიმმა მატჩის შემდეგ განაცხადა, არგენტინელის დაზიანება ძალიან სერიოზულია.
"ვფიქრობ ლისანდროს ტრავმა ძალიან სერიოზულია, ასეთ დროს ფეხბურთელები ყველაზე მეტად თვითონ ხვდებიან, თუ რასთან აქვთ საქმე. ის მოდენის დატოვების დროს თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ უნდა დაველოდოთ სამედიცინო დასკვნას და ვიმედოვნოთ, რომ მალე დაგვიბრუნდება. ლისანდრო არამარტო კარგი ფეხბურთელია, არამდედ კარგი ადამიანი და მისი ხასიათი გასახდელში ძალიან დაგვაკლდება." - განაცხადა ამორიმმა.
ლისანდრო მარტინესს მიმდინარე პრემიერლიგის გათამაშებაში 20 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.