ესპანური პრიმერას 22-ე ტურის მატჩში მადრიდის "რეალი" სტუმრად "ესპანიოლთან" (1:0) დამარცხდა. ამ ყველაფერთან ერთად "სამეფო კლუბმა" გუნდის ცენტრალური დაცვის ლიდერი ანტონიო რუდიგერი 3 კვირით დაკარგა.
ანტონიო რუდიგერის ტრავმასთან დაკავშირებით მადრიდის "რეალის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა განცხადება გაავრცელა. როგორც სამედიცინო დასკვნით გახდა ცნობილი, გერმანელმა ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხის კუნთი დაიზიანა, რის გამოც მინიმუმ 3 კვირით უქმობა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო რუდიგერს "ატლეტკოსთან" მადრიდულ დერბის და მანჩესტერ "სიტისთან" ჩემპიონთა ლიგის ორივე შეხვედრას გამოტოვებს.