ფეხბურთი

18:30 | 4.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილამ" "ჩელსიდან" აქსელ დისასი დაიმატა

ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ ლონდონის „ჩელსიდან“ აქსელ დისასი დაიმატა. 26 წლის ფეხბურთელი „ვილა პარკზე“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით გადავიდა.

დისას ბოლო ორ დღეში „ასტონ ვილას“ მესამე ახალწვეულია მარკუს რაშფორდის და მარკო ასენსიოს შემდეგ.

დისასიმ „ჩელსიში“ 2023 წლიდან 61 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მანამდე ფრანგი მცველი სამშობლოში, „მონაკოს“, „რეიმსის“ და „პარიზის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090431