კალათბურთი

10:25 | 6.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი გააძევეს, "ტენერიფემ" ჩემპიონთა ლიგაზე მოიგო

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სტუმრად „მანრესა“ 84:73 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი შერმადინმა მხოლოდ 5 წუთი ითამაშა და 2 მოხსნის დაგროვება მოასწრო. ქართველი ცენტრი მსაჯთან კამათის გამო გააძევეს და მოედანზე ასე ცოტა დროც ამიტომ გაატარა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე მარსელინო უერტასი იყო, რომელმაც 18 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.

„ტენერიფე“ ორი ტურის შემდეგ ჯგუფში ორი მოგებით ლიდერია, მომდევნო ტურში კი, 4 მარტს, „პეტკიმ სპორს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096908