ფეხბურთი

16:48 | 6.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალის" ყოფილმა მცველმა მარსელომ სათამაშო კარიერა დაასრულა

მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მარსელომ პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი“ შესაბამისი ვიდეოს გამოქვეყნებით გამოაცხადა.

მარსელო 36 წლისაა და საფეხბურთო კლუბ „ფლუმინენსეს“ აღზრდილია. მცველი მადრიდის „რეალს" 2007 წელს შეუერთდა. „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში ბრაზილიელმა სულ 25 ტიტული მოიპოვა. მათ შორის, ხუთჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ექვსჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და ორჯერ ესპანეთის თასი.

2022 წლის ზაფხულში მცველი ბერძნულ „ოლიმპიაკოსში“ გადავიდა, მაგრამ 2023 წლის თებერვალში კონტრაქტი გაწყვიტა. 2023 წლის თებერვლიდან 2024 წლის ნოემბრამდე მარსელო „ფლუმინენსეში“ თამაშობდა.

თეგებიმარსელო
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.102471