„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ადაპტაციის პერიოდთან დაკავშირებით არ ღელავს. ესპანელის თქმით, არ ეჩქარებათ, რადგან კვარაცხელია გრძელვადიანი პროექტისთვის იყიდეს.
„არ ვიცი, როდის დასრულება მისი ადაპტაცია, მაგრამ ნათელია, როდესაც ფეხბურთელი მოდის, ბევრ რამეს უნდა მოერგოს. ეს იქნება საკმაოდ მოკლე დრო, თუმცა ჩვენ ის გრძელვადიანი პროექტისთვის შევიძინეთ. არ გვეჩქარება, რადგან გუნდი კარგ ფორმაშია და არ ვღელავთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენში“ დღემდე სამი მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასით გამოირჩა.