ფეხბურთი

15:40 | 7.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა სილაგაძე "იბერია 1999"-ში დაბრუნდა

25 წლის ნახევარმცველი ლუკა სილაგაძე "იბერია 1999"-ში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას "იბერიას" ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

სილაგაძე ბოლოს ლატვიური რფს-ის ღირსებას იცავდა, სადაც ქვეყნის ჩემპიონი და თასის გამარჯვებული გახდა. ასევე, ამ გუნდის მაისურით ლუკამ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 5 მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელი იბერიაში 2023 წლის სეზონში თამაშობდა. მან 36 მატჩში 12 გოლის გატანა და საქართველოს თასის მოპოვება შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097948