ფეხბურთი

14:20 | 8.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძემ აგენტი შეიცვალა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ლიონის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ აგენტი შეიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა Footmercato ავრცელებს.

წყაროს ცნობით 24 წლის გიორგის სატრანსფერო გარიგებებზე და საქმეებზე ცნობილი სააგენტო VV Consulting-ი იზრუნებს.

გეტყვით, რომ გიორგი მიქაუტაძე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ძალიან მოთხოვნადი იყო და მისი შეძენით არაერთი კლუბი იყო დაინტერესებული. ყველაზე მეტად ქართველის მიმართ ინტერეს "გალათასარაი" იჩენდა.

გიორგი მიქაუტაძე "ლიონს" 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა, მან "ლიონის" მაისურით ყველა ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა და თავი 8 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096098