რაგბი

17:05 | 8.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეშვიდედ - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს ავჭალის სარაგბო სტადიონზე ნიდერლანდელებს უმასპინძლეს და მეტოქე დამაჯერებლად 40:7 დაამარცხეს.

ამ გამარჯვებით "ბორჯღალოსნებმა" 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს, სადაც ზედიზედ მეშვიდედ იასპარეზებენ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის A-ჯგუფს საქართველოს ნაკრები ორი მოგებით ლიდერობს, მეორე ადგილს კი ესპანეთის ნაკრები იკავებს. შემდეგ შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 16 თებერვალს სტუმრად, ესპანეთის ნაკრებთან გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089245