როტერდამის „ფეიენოორდიდან“ მთავარი მწვრთნელი ბრაიან პრისკე გაათავისუფლეს. მიზეზი არადამაკმაყოფილებელი შედეგებია.
პრისკე „ფეიენოორდში“ ზაფხულიდან მოყოლებული მუშაობდა, როცა „ლივერპულში“ გადაბარგებული არნე სლოტი შეცვალა.
თუმცა, „ლილთან“, „აიაქსსა“ და პსვ-სთან ზედიზედ სამი წაგება არ აპატიეს. „ფეიენოორდი“ ერედივიზიონში 39 ქულით მხოლოდ მეხუთე ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში „მილანს“ შეხვდება.
ჯერჯერობით, „მილანთან“ მატჩამდე ორი დღით ადრე, უცნობია, ვინ იქნება „ფეიენოორდის“ ახალი თავკაცი.