ფეხბურთი

11:50 | 12.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვინისუსი:"ეს ყველაფერი ორმაგ მოტივაციას მაძლევს"

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორი მანჩესტერ "სიტისთან" გამართულ მატჩში (2:3) საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. შეხვედრის შემდეგ ბრაზილელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და კომენტარი "სიტის" გულშემატკივრების ბანერზეც გააკეთა.

"კარგი მატჩი ჩავატარე და მოპოვებული ჯილდოთი კმაყოფილი ვარ, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანს გოლს ან გახდება MVP. ჩვენ მადრიდის რეალი ვართ და ყველამ იცის ამ ტურნირზე როგორ ვთამაშობთ."

"რა თქმა უნდა ვნახე სიტის გულშემატკივრების ბანერი, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მეტოქე გუნდის გულშემატკივრები ასე იქცევიან უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს და კარგი თამაშის ჩატარებაში მეხმარება." -განაცხადა ვინისიუსმა.

მადრიდის "რეალისა" და მანჩესტერ "სიტის" განმეორებით მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" 19 თებერვალს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098315