ფეხბურთი

23:15 | 13.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლევანტეს" დირექტორი: "გასაკვირია, რომ ქოჩორაშვილზე გასულ ზაფხულს შეთავაზება არ მიგვიღია"

„ლევანტეს“ სპორტულმა დირექტორმა ფელიპე მინამბრესმა გიორგი ქოჩორაშვილზე ისაუბრა.

მან დაასახელა ფასი, რომლის სანაცვლოდ, ქართველი ნახევარმცველის გაყიდვას დათანხმდებიან.

„ვეცდებით, ამ ტრანსფერიდან, რაც შეიძლება მეტი მივიღოთ, მაგრამ 5.5 მილიონი ევრო, 1.5 მილიონის ბონუსი ჩვენს პარამეტრებში იქნება. ამ დროისთვის დასრულებული არაფერია, ამიტომ, ვერაფერს დაგიდასტურებთ. თუ კონტრაქტი გაფორმდება, დაე, გაფორმდეს.

ქოჩორაშვილის შემთხვევაში მივხვდით, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მისი გაყიდვა შეიძლებოდა, მაგრამ ყველასთვის გასაკვირად, ეს არ მოხდა. ამის შემდეგ ჩვენ შეთავაზებაც გავუკეთეთ, მესმის, რომ ჩვენი წინადადებები ჯერ კიდევ არ არის ისეთი, რისი მოლოდინიც ფეხბურთელებს აქვთ. რამდენიმე ხნის წინ მის აგენტს გავუგზავნეთ შეთავაზება კონტრაქტის გაუმჯობესებაზე. ჩვენი ფინანსური სიტუაციის გათვალისწინებით, ყოველთვის ვცდილობთ, ფეხბურთელების მიმართ მაქსიმალურად სამართლიანები ვიყოთ და ვთავაზობთ ხელფასებს მათი თამაშიდან გამომდინარე“, - თქვა მინამბრესმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილს ბოლო პერიოდში ლისაბონის „სპორტინგს“ უკავშირებენ. მას „ლევანტესთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა 20 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.168062
სარეკლამო ადგილი - 99
X x X