ესპანეთის თასის მეოთხედფინალში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ბარსელონას“ აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.
კანარიელებმა მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში, 91:96 მოუგეს. „ტენერიფემ“ მატჩი ბოლო პერიოდში შემოატრიალა, რომლის დაწყებამდე 6 ქულით აგებდა, მაგრამ ბოლო ათწუთეული 25:13 მოიგო, რითაც საბოლოოდ, შეხვედრაშიც გაიმარჯვა.
ქართველმა ცენტრმა 11 წუთში 5 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა 2-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
„ტენერიფეში“ საუკეთესო ისევ მარსელინო უერტასი იყო, რომელიც 20 ქულით, 6 მოხსნით და 6 პასით გამოირჩა.
„ტენერიფე“ ესპანეთის თასის ნახევარფინალში მალაგას „უნიკახას“ შეხვდება.