მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა, რომელიც შეიძლება ზაფხულში კლუბიდან წავიდეს და კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს.
ვრცელდება ხმები, რომ ვინისიუსი უკმაყოფილოა „რეალის“ მიერ შეთავაზებული ახალი პირობებით და კლუბის დატოვებას არ გამორიცხავს. თუმცა, ანჩელოტიმ ყველაფერი უარყო.
„საუდის არაბეთში ვინისიუსი შესაძლო გადასვლაზე ჩემთვის კითხვები არ არსებობს. ის ბედნიერია და სურს მადრიდის „რეალში“ ისტორია დაწეროს. ეს არის ის, რასაც მე ვხედავ. დავიღალე ამ თემაზე საუბრით, არ ვღელავ, ის ბედნიერია და ჩვენც ბედნიერები ვართ მისით. არაფერია სათქმელი, კონტრაქტზე არ ვსაუბრობთ“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ ვინისიუსი მადრიდის „რეალში“ 2018 წლიდან თამაშობს და დღემდე 295 მატჩში 101 გოლი გაიტანა.