ჩოგბურთი

15:12 | 15.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

იანიკ სინერი 3-თვიან დისკვალიფიკაციას დათანხმდა

ATP-ს რეიტინგის ლიდერი იანიკ სინერი სამთვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

იტალიელი ჩოგბურთელი დათანხმდა ანტიდოპინგურ სააგენტოსთან (WADA) თანამშრომლობას, მას შემდეგ, რაც შარშან დოპინგტესტზე ორჯერ დადებითი პასუხი მიიღო.

სინერი 9 თებერვლიდან 4 მაისამდე ვერ ითამაშებს, სამაგიეროდ, ამ პერიოდში არ გამოტოვებს არცერთ გრანდ სლემს და კორტზე რომის ტურნირისთვის დაბრუნდება, ხოლო შემდეგ როლან გაროსზეც შეძლებს გამოსვლას.

შეგახსენებთ, რომ იანიკ სინერი 2024-2025 წლებში ზედიზედ გახდა ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული, ხოლო 2024 წელს ამერიკის ღია პირველობაც მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094997