ესპანეთის თასის ნახევარფინალში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ მალაგას „უნიკახასთან“ დაძაბულ ბრძოლაში 83:90 დამარცხდა და ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
შერმადინმა 21 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 6 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
„ტენერიფეს“ რიგებში საუკეთესო ისევ მარსელინო უერტასი იყო, რომელმაც გუნდს 18 ქულა და 4 პასი შესძინა.
„ტენერიფე“ მომდევნო მატჩს პირველ მარტს ესპანეთის ჩემპიონატში „ჟუვენტუტ ბადალონასთან“ გამართავს, მანამდე კი, შერმადინს საქართველოს ნაკრებში ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი მატჩები ელოდება დანიისა და სერბეთის წინააღმდეგ.