მერსისაიდულმა კლუბმა ბრაზილიელი მეკარის ალისონ ბეკერის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მის გაყიდვას გეგმავს. ამ ყველაფრის მიზეზი, კი გიორგი მამარდაშვილია, რომელიც ზაფხულში "ლივერპულის" რიგებს შეუერთდება.
აღნიშნულ ინფორმაციას teamtalk.com-ი ავრცელებს. წყაროს თქმით გუნდის შეცვლა თავად ალისონსაც სურს, რადგან მისი მთავარი მიზანია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების მთავარი მეკარე იყოს და ამისთვის მუდმივი სათამაშო დრო სჭირდება, რისი გარანტიაც მომავალ სეზონში "ლივერპულში" აღარ ექნება. ბრაზილიელ მეკარეს კარიერის ევროპის ტოპ ჩემპიონატებში სურს და საუდის არაბეთში წასვლას არ განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი "ლივერპულს" მიმდინარე სეზონის ბოლოს შეუერთდება. ქართველი მეკარე "მერსესაიდელებმა" გასული წლის ზაფხულში შეიძინეს და ერთი წლით იჯარის წესით "ვალენსიაში" დატოვეს.
ალისონი "ლივერპულის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს, მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს დარჩენილი.ბრაზილიელის სატრანსფერო ღირებულება ამ მომენტისთვის 25 მილიონია.