ესპანეთის ლა ლიგამ მადრიდის „რეალის“ აპელაცია ჯუდ ბელინგემის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.
ამრიგად, ბელინგემი ლა ლიგის მომდევნო ორ მატჩს გამოტოვებს. ის „რეალს“ 23 თებერვალს „ჟირონასა“ და 2 მარტს, „ბეტისთან“ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჯუდ ბელინგემმა 20 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.