სხვა

13:07 | 23.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბენო ადამია: "ბოდიში მოსაწყენი ბრძოლისთვის, პირველი ტიტულია და ბედნიერი ვარ"

OKTAGON MMA-ზე საცემპიონო ქამრის მოპოვების შემდეგ ქართველმა სპორტსმენმა ბენო ადამიამ კომენტარი გააკეთა. მან ყველას მადლობა გადაუხადა და პირველი ემოციები გაგვიზიარა.

„პირველ რიგში მადლობა ჩემს ოპონენტს, ის საუკეთესოა. ბოდიში ყველას მოსაწყენი ბრძოლისთვის. 5 რაუნდი ვიბრძოლე და ამას სწრაფად ვერ ვაკეთებდი. ჩემი პირველი ტიტულია და ბედნიერი ვარ. როდესაც ბრძოლისთვის ვემზადებოდი მუხლის ტრავმა მივიღე მაგრამ ექიმთან გადავამოწმე და თავს კარგად ვგრძნობ. მადლობა მერაბ დვალიშვილს, რომან დოლიძეს, გიგა ჭიკაძეს, ამირან გოგოლაძეს, ისინი მგულშემატკივრობდნენ. მადლობა მათ ვინც საქართველოს ქომაგობს, სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და მილოცავს. მხარდაჭერა ჩემს ქართველ ხალხს, მიყვარხართ", - თქვა ადამიამ.

ბენო ადამიამ OKTAGON MMA-ზე ზედიზედ მესამე ბრძოლა მოიგო. მან გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ბრიტანელ მოქმედ ჩემპიონ სემ კრისს მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.101591