„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლიონთან“ მატჩის (3:2) ისაუბრა და მათ შორის, კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.
როგორც მან თქვა, კვარას ჯერ ადაპტაცია არ დაუსრულებია და უმატებს:
„პირველ ტაიმში კარგი თამაში გვქონდა გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობდა გოლი არ გაეშვა. ჩვენ 2-3 შანსი გვქონდა, „ლიონს“ - არც ერთი. მეორე ტაიმის სტარტზე დიდი ინტენსივობა გამოვავლინეთ და 2:0 დავწინაურდით. ამის შემდეგაც ვაგრძელებდით ასე თამაშს, მაგრამ როცა ძალიან ბევრს გულით თამაშობ, გონებით ვეღარ მოქმედებ. თამაში უკეთ უნდა გვეკონტროლებინა. მატჩი გართულდა, ბოლო 5 წუთი რთული და გიჟური იყო.
კვარაცხელია? ისევე, როგორც სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში, ვცდილობთ, მათ საუკეთესოდ თავის წარმოჩენის შესაძლებლობა მივცეთ. ის ჯერ კიდევ იზრდება, ჯერ კიდევ ადაპტაციის ფაზაშია, მთლად 100%-ით მზად არ არის. ვეძებთ სწორ გადაწყვეტილებებს, რათა ყველა მატჩში ყველაზე კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავდეს. „ლივერპული“? მზად ვართ, ნებისმიერთან თამაში შეგვიძლია, ახლა ძალიან კარგ ფორმაში ვართ“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 9 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. კონკრეტულად ლიგა 1-ში კი - 6 თამაში, 1 გოლი და 2 საგოლე პასი.
პსჟ ლიგა 1-ს 23 ტურის შემდეგ 59 ქულით ლიდერობს და 13 ქულით უსწრებს „მარსელს“, ასე რომ, ჩემპიონობა მხოლოდ დროის საკითხია. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო ტურში 1-ელ მარტს „ლილს“ უმასპინძლებს.