კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელი ლამინ იამალი ტრავმირებულია, მას გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.
როგორც ცნობილი ხდება, "ბარსას" ფეხბურთელმა ფეხზე დაზიანება "ლას პალმასთან" მატჩში მიიღო, რის გამოც ვარჯიშს ვერ ახერხებს და შესაძლებელია ესპანეთის თასის ნახევარფინალური შეხვედრა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გამოტოვოს.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" მატჩი 26 თებერვალს 00:30-ზე გაიმართება.
ლამინ იამალს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 33 შეხვედრაში 11 გოლი და 16 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.