"პარი სენ-ჟერმენი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს.
როგორც Fichajes-ი იუწყება, პარიზელთა მთავარი სამიზნე ზაფხულში ლონდონის "არსენალის" ინგლისელი ნახევარმცველი დეკლან რაისი იქნება. წყაროს ცნობით პსჟ მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 110 მილიონი გადაიხადოს.
შეგახსენებთ, რომ დეკლან რაისი "არსენალის" რიგებს 2023 წლიდან იცავს. მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 3 გოლთან ერთად 7 საგოლე გადაცემაა.