უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერენი გამოეხმაურა ბოლო დროს ფეხბურთელების მხრიდან კრიტიკას გადატვირთულ კალენდარსა და ბევრ მატჩთან დაკავშირებით.
ჩეფერინი ამბობს, რომ კალენდარი მართლაც გადატვირთულია, მაგრამ ის ფეხბურთელები წუწუნებენ, რომლებიც ყველაზე მეტ ხელფასს იღებენ:
„კალენდარი სრულიად სავსეა და ახალი ტურნირებისთვის ადგილი არ არის, ფეხბურთელები ძალიან დაკავებული არიან თამაშებით, ალბათ ძალიან ბევრიცაა. თუმცა, რეალურად, ძირითადად, მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები წუწუნებენ. სიტუაცია რთულია. კლუბებს მეტი თამაში სჭირდებათ, რომ ფეხბურთელების და მწვრთნელების ხელფასები გადაიხადონ, ნაკლები თამაში რომ იყოს, მათი ბიზნესი მდგრადი არ იქნებოდა“, - აღნიშნა ჩეფერინმა.