„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ „კომოს“ ესპანელი დამრიგებლის სესკ ფაბრეგასის პერსპექტივაზე ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.
„უკვე „კომოზე“ ვფიქრობ, ერთხელ დაგვამარცხეს, სულით არიან სავსე და კარგად თამაშობენ. ფაბრეგასი სამ-ოთხ წელიწადში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ", - ციტირებს რანიერის სიტყვებს Football Italia.
ამ დროისთვის „კომო“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა. ფაბრეგასის გუნდს 26 მატჩში 28 ქულა აქვს.
37 წლის ესპანელმა სამწვრთნელო კარიერა 2023 წელს დაიწყო. სპეციალისტი ხელმძღვანელობდა „კომოს“ 19 წლამდელთა გუნდს. მოგვიანებით სესკი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი და ასისტენტი გახდა. 2024 წელს კი ოფიციალურად ჩაიბარა იტალიური კლუბი.