ფეხბურთი

18:30 | 25.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა გუგეშაშვილი შესაძლოა "პაოკში" გადავიდეს

საქართველოს ნაკრებისა და „პანსერაიკოსის“ მეკარე ლუკა გუგეშაშვილი შესაძლოა, ზაფხულში სალონიკის „პაოკში“ გადავიდეს.

როგორც ბერძნული მედია წერს, სალონიკელებს 25 წლის ქართველის შეძენა სურთ და ლუკასთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. Sport-fm-ის ინფორმაციით, გუგეშაშვილი „პაოკის“ მთავარ მწვრთნელ რაზვან ლუჩესკუს პირადადაც ესაუბრა.

თუმცა, ჯერ „პაოკს“ „პანსერაიკოსთან“ მოლაპარაკებები არ დაუწყია, რისი გაკეთებაც მოუწევს, რადგან ქართველს ბერძნულ გუნდთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

„პაოკი“ საბერძნეთში ამბიციური გუნდია და ამჟამად მეოთხე ადგილზეა. თუმცა, ბოლო წლებში „ოლიმპიაკოსზე“, „აეკსა“ და „პანათინაიკოსზე“ ცუდი შედეგები ნამდვილად არ აქვს.

ლუკა გუგეშაშვილი „პანსერაიკოსს“ გასულ ზაფხულს „ყარაბაღიდან“ შეუერთდა და საბერძნეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, ოთხჯერ კი, კარი მშრალად შეინახა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094849