UFC-ის ინგლისელმა მებრძოლმა პედი პიმბლეტმა ილია თოფურიასთან დაკავშირებით ინტერვიუს დროს ისაუბრა, მან ქართველ "მატადორზე" განაცხადა, რომ მსუბუქი წონის მებრძოლი არაა და ამ გადაწყვეტილებით მან არასწორი არჩევანი გააკეთა.
"ილიასთან ჩხუბი ძალიან მინდა, ის მსუბუქი წონის მებრძოლი არაა და ყველას დავუმტკიცებ რა დონის მებრძოლიცაა.მან ამ წონაში გადმოსვლით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და მისი კარიერა უკან წავა."
"ილია კონორის ყალბი ასლია, მას არ გააჩნია ფანტაზია, ისეთივე ტატუ აქვს ზურგზე როგორც მაკგრეგორს. შეწყვიტე იყო კონორი, ის ვერავინ იქნება. იყავი საკუთარი თავი." - განაცხადა პიმბლეტმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ოფიციალურად გუშინ დატოვა საკუთარი ქამარი ვაკანტური და ზედა წონაში გადაინაცვლა. ჯერ ჯერობით მისი მომავალი მეტოქის ვინაობა უცნობია, მაგრამ როგორც UFC-ის პრეზიდენტმა დენა ვაითმა განაცხადა ამ საკითხზე უკვე მუშაობენ და სიახლეებს მალე შევიტყობთ.