ფეხბურთი

15:00 | 26.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მოდრიჩი შესაძლოა მადრიდის "რეალში" კიდევ ერთი სეზონი დარჩეს

მადრიდის "რეალის" 39 წლის ხორვატ ფეხბურთელს ლუკა მოდრიჩს სამეფო კლუბში დარჩენა კიდევ ერთი სეზონით სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.

გამოცემის თქმით, ლუკა მოდრიჩს სურვილი აქვს 2026 წლის მუნდიალზე როგორც "რეალის" ფეხბურთელი ისე წავიდეს, მას სხვა ლიგაში თამაში არ უნდა. შესაძლოა "რეალსა" და ფეხბურთელს შორის ახალი კონტრაქტი ზაფხულში გაფორმდეს.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩი "რეალის" ღირსებას 2012 წლიდან იცავს. მას ამჟამინდელი კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.08479