ფეხბურთი

1:26 | 27.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ სიგუას გოლი შვეიცარიის თასზე (+VIDEO)

შვეიცარიის თასის მეოთხედფინალში „ბაზელმა“ „ეტუალი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო გაბრიელ სიგუამ გოლი გაიტანა.

ქართველი ნახევარმცველი მოედანზე მხოლოდ 73-ე წუთზე შეუშვეს, როცა „ბაზელი“ მარცხდებოდა (0:1) და სწორედ სიგუამ მოახერხა 84-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება. დარჩენილ დროში სტუმრებმა კიდევ ორჯერ შეაგდეს და მოიგეს.

გაბრიელ სიგუამ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა, ხოლო „ბაზელი“ შვეიცარიის თასის ნახევარფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.17097