ფეხბურთი

3:00 | 27.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "მეორე ტაიმში კვარამდე და დუემდე ბურთი უფრო ადვილად მიგვქონდა"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საფრანგეთის თასზე „ბრიოშინთან“ 7:0 გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ვფიქრობ, შესანიშნავად ვითამაშეთ, ასეთი მატჩის მოსაგებად საჭიროა კარგად იყო მომზადებული, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთიანი გუნდი ვიყოთ, ახლა ჩემი გუნდი თამაშით სიამოვნებას იღებს.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოედნის მდგომარეობა, რომელმაც მოგვცა საშუალება ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა. ბურთის უკან სირბილმა მეტოქე დაღალა, ბურთს ნელა რომ ემოძრავა, ბევრად რთული მატჩი იქნებოდა. პირველ ტაიმში მეტოქე თავს კარგად იცავდა, მაგრამ მეორე ტაიმში დაიღალა, რის გამოც კვარამდე და დუემდე ბურთის მიტანა უფრო ადვილად შევძელით“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს პირველ მარტს, საკუთარ მოედანზე „ლილთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094297